აგვისტო 2011
25 26 27 28 29 30 31
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
 
აღიარება
  • განათლების აღიარებას ახდენს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული  აქტებისა  და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” შესაბამისად. აღნიშნულ უფლებამოსილებას ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო  დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

    საქართველოში არსებობს განათლების აღიარების შემდეგი სახეები:

    1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება
    უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში  მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას.

    2. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება
    ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება (შემდგომში – უმაღლესი განათლების აღიარება) გულისხმობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენას სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.

    3. ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას. 
    განათლების აღიარება გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.

  • 1