აგვისტო 2011
25 26 27 28 29 30 31
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
 
ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო
  • ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბერის N 120/ნ ბრძანებით. დოკუმენტი აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, ასახავს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სწავლის შედეგებს. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო აყალიბებს თუ რა ცოდნა, უნარები და ღირებულებები უნდა ჰქონდეს პირს შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის, პროფესიული დიპლომის, დიპლომის მისაღებად.

    ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო  მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს:
    • მოსწავლეზე, პროფესიულ სტუდენტზე, სტუდენტზე  ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებას;
    • საქართველოში მიღებული განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას;
    • სტუდენტებისა და მოსწავლეების მობილობის პროცესს.

    ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო ეფუძნება სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩოთი (The European Qualifications Framework for Lifelong Learning – LLL)
    გათვალისწინებულ მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის სისტემას.

    ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო  შედგება ხუთი დოკუმენტისაგან:

    ზოგადი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო – დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურისა და სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაციები.

    პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო – დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული პროფესიული განათლების კვალიფიკაციები.

    უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო – დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული უმაღლესი (აკადემიური) განათლების კვალიფიკაციები.

    დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალი.

    კვალიფიკაციის ფორმირების წესი – დოკუმენტი, რომელიც ადგენს კვალიფიკაციათა ჩამონათვალში ახალი კვალიფიკაციის დამატების წესს.


    ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო

  • 1