02.07.2010
პროგრამის განმახორციელებლების დახმარების მიზნით ცენტრმა შეიმუშავა პროგრამის წარმოდგენის სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას განმახორციელებლისა და პროგრამის შესახებ. ფორმა საშუალებას აძლევს განმახორციელებელს, სრულად წარმოაჩინოს პროგრამის საგანმანათლებლო ღირებულება, სტანდარტთან შესაბამისობა, მოსალოდნელი შედეგები და თავიდან აიცილოს რაიმე ინფორმაციის გამოტოვება ან ნაკლებად გაშუქება. პროგრამების ერთნაირი ფორმით წარმოდგენა ყველა განმახორციელებელს თანაბარ პირობებში აყენებს და ექსპერტებსაც უადვილებს პროგრამების ობიექტურად და მიუკერძოებლად შეფასებას.
პროგრამის განმახორციელებლების დახმარების მიზნით ცენტრმა ასევე შეიმუშავა განცხადების წარმოდგენის, მწვრთნელის პერსონალური მონაცემების სარეკომენდაციო და პროგრამის ანოტაციისა და სერტიფიკატის სავალდებულო ფორმები.
ცენტრის მიერ პროგრამის განმახორციელებლების მონაწილეობით შემუშავებული პროგრამის მომზადების სარეკომენდაციო სახელმძღვანელო დაეხმარება განმახორციელებლებს ხარისხიანი პროგრამების მომზადებაში.
პროგრამის მომზადებისას გასათვალისწინებელია ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტები: მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულება.