ლეგალიზაცია და აპოსტილი
  • საგანმანათლებლო დოკუმენტის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის, ან შტამპის აუთენტურობის დამოწმებას, ასევე დოკუმენტის ფორმისა და შინაარსის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
    ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება საგანმანათლებლო დოკუმენტის როგორც ორიგინალი, ისე სანოტარო წესით დამოწმებული  ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.
    საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი  სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს  ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას. 

    პროცედურა
    საგანმანათლებლო დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმების მიზნით სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
     1.  განცხადება (განცხადება ივსება ელექტრონულად, ცენტრში ან შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ფოსტის მეშვეობით);
       2. საგანმანათლებლო დოკუმენტის დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
    3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი  (უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
    4.  შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; 
      საბანკო რეკვიზიტები:
    მიმღები:                         საჯარო სამართლის იურიდიული პირი – 
                                                    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი                              
    მისამართი:                     ქ. თბილისი, 0193, ალექსიძის ქ. №1
    საიდენტიფიკაციო კოდი:   202330566
    საბანკო კოდი:                          220101850
     ანგარიშსწორების ანგარიში: 340800344            
    საბანკო რეკვიზიტები:       ს.ს. ,,თიბისი ბანკი’’ -ს ნებისმიერი ფილიალი

    ხშირად დასმული კითხვები: 
    1. რას შეადგენს  ლეგალიზაციის/აპოსტილით დამოწმების საფასური?
    ერთი საგანმანათლებლო დოკუმენტის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმების ღირებულებაა  20 ლარი;
    2. დიპლომი და დიპლომის დანართი ერთ დოკუმენტად განიხილება?
    დიპლომი და დიპლომის დანართი, ასევე ატესტატი და  ნიშნების ფურცელი ცალკე დოკუმენტად განიხილება;
    3. არის თუ არა საჭირო მინდობილობა სხვა პირის მიერ დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში?
    განცხადების სხვა პირის მიერ  წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილობა  არ არის საჭირო;
    4. რა ვადაში ხდება  დოკუმენტზე ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება? 
    დოკუმენტის   ლეგალიზება/აპოსტილით  დამოწმება  ხდება განცხადების ჩაბარებიდან 10  სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა თუ დოკუმენტი ხარვეზიანია).

  • 1