• იმ დაწესებულებების სტუდენტების საყურადღებოდ, რომლებსაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით გაუუქმდათ ავტორიზაცია

    ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ავტორიზაცია გაუუქმდათ:

    • შპს – ევროპულ საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს;
    • შპს- ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს;
    • შპს – დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ,,იბერიას’’.

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 564 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანამხად, ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტებს/სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.

    შეგახსენებთ, რომ გამოცხადებულია სტუდენტთა მობილობა და 1 – 31 აგვისტოს ჩათვლით ზემოაღნიშნული დაწესებულებების სტუდენტებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდის მობილობის პორტალზე.

    სტუდენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ პორტალზე, რათა მობილობის წესით ჩაირიცხონ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში, რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე საშუალება აქვთ შეცვალონ არჩევანი.