• დღეიდან საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები ვებ-გვერდზეც განთავსდება

    თუ თქვენ გაქვთ შეკითხვა ცენტრის თანამშრომლებთან, გთხოვთ, მოგვმართოთ  ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info.eqe.ge


    როგორ ხდება დამატებითი სპეციალობისათვის სასწავლო კურსების ფორმირება და უნდა განსხვავდებოდეს თუ არა მათი შინაარსი და სილაბუსები ძირითადი სპეციალობის ფარგლებში შეთავაზებული სასწავლო კურსებისაგან?

        დამატებითი სპეციალობისათვის სასწავლო კურსების ფორმირება ხდება დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის გზით ან საგანმანათლებლო პროგრამის ძირითადი სპეციალობის სასწავლო კურსებიდან კონცენტრაციის შეთავაზებით.
        იმ შემთხვევაში, როდესაც დამატებითი სპეციალობის კომპონენტები აღებულია ძირითადი სპეციალობის სასწავლო კურსებიდან, ძირითადი და დამატებითი სპეციალობის კომპონენტების შინაარსი და სილაბუსები არ განსხვავდება ერთმანეთისგან.


    რა განსხვავებაა აკადემიურ და ასტრონომიულ საათს შორის?

        აკადემიური და ასტრონომიული საათი საგანმანათლებლო პროგრამისა და პროგრამის კომპონენტების კრედიტების ფორმირების თვალსაზრისით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, 1 საათში შედის აკადემიური საათი (პირობითად 50 წუთი) და შესვენების დრო (პირობითად 10 წუთი).
        საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას (სასწავლო ცხრილის ფორმირებისას) შესვენების გათვალისწინება აუცილებელია. ის ხელს უწყობს სტუდენტის ძალების აღდგენასა და ათვისებული მასალის უკეთ გააზრებას.