სამუშაო შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლებთან
24.02.2010
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” 2010 წლის 27 თებერვალს (10:00-18:00) ტარდება სამუშაო შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების განმახორციელებლებთან. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების განმახორციელებლებისათვის შემუშავებელი აკრედიტაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები და დამხმარე სარეკომენდაციო მასალები. შეხვედრაზე ასევე განიხილება თვითშეფასების ანგარიშის ფორმისა და თვითშეფასების მოსამზადებლი სახელმძღვანელოს პროექტები.
|
|
|