X აკადემიური სამიტი შედგება 2010 წლის 5 მარტს


  • 22.02.2010

    2010 წლის 24 თებერვლის ნაცვლად X აკადემიური სამიტი გაიმართება 2010 წლის 5 მარტს, 12:00 საათზე, შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსში (დ. აღმაშენებლის ხეივანი №2, საკონფერენციო დარბაზი).

    სამიტი მიეძღვნება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხს. შეხვედრის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნინო კალანდაძე.

     

    შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

     



  • სიახლეების კალენდარი

    <სექტემბერი 2010>
    ორსაოთხუპაშაკვ
    303112345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930123
    45678910